logo
ENG



გორში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

02 ივლ 202413:37
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/02/9wejqdsz77feet2.jpg

გორში, კომბინატის დასახლებაში, ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მას დაზიანება, სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

ადგილზე პოლიცია მუშაობს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 119-ე მუხლით მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, პოლიციას ჯერ არავინ დაუკავებია.

კაცს სამედიცინო დახმარება გორის ჰოსპიტალში გაუწიეს. ექიმის ცნობთ, დაჭრილს აღენიშნება ბასრი საგნით მიყენებული სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები და ამ დროისათვის მისი მდგომარეობა სტაბილურია.

 


close დახურვა