გორში მე-15 ბაგა-ბაღი გაქურდეს. შემთხვევა გუშინ მოხდა.
როგორც ცნობილია, კომბინატის დასახლებაში მდებარე ბაღიდან წაღებულია პლაზმური ტელევიზორი, კომპიუტერული ტექნიკა და ძვირადღირებული მუსიკალური აპარატურა.
ამ დროისთვის სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერებულია. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.