გორში, წმინდა წყლის ბაზარში ხანძარია, ცეცხლი უკიდია ტანსაცმლის ბაზრობას. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ფორმულას განუცხადეს, რომ დაშავებულებზე ამ დროისთვის ინფორმაცია მათთან არ შესულა.
უწყების ცნობით, მობილიზებულია 12 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი და მომდინარეობს ქრობის სამუშაოები. ეკიპაჟებიდან ნაწილი ადგილზეა, ნაწილი კი მიემგზავრება.
კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, ქვეყნის მასშტაბით ბაზრობების მუშაობა აკრძალულია. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი გორის ბაზარში.