logo
ENG



გორში ბიზნესმენი დაჭრეს

05 ნოე 202118:01
3 წუთის საკითხავი
 

ფორმულას ინფორმაციით, გორში ბიზნესმენი რაულ გაგოშიძე დაჭრეს. ის დაახლოებით 1 საათია, რაც კლინიკა გორმედშია გადაყვანილი, თუმცა, ექიმები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.

ფორმულას ინფორმაციით, რაულ გაგოშიძეს თავს მალხაზ ნადირაძე დაესხა და ცივი იარაღით, მაკრატლით ჭრილობები მიაყენა. უცნობია ჭრილობების რაოდენობა და სიმძიმე. 

ფორმულა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაუკავშირდა შსს-ს. უწყების ცნობით, დამნაშავე იდენტიფიცირებულია და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.  

ფორმულას აქვს ინფორმაცია, რომ იდენტიფიცირებული პირი მალხაზ ნადირაძეა და ის დაკავებულია, თუმცა აღნიშნულს არ ადასტურებს შსს.


close დახურვა