logo
ENG



გორში გარემოვაჭრეები აყარეს - იყო დაპირისპირება

19 აგვ 202312:04
3 წუთის საკითხავი
 

გორში, გურამიშვილის ქუჩიდან გარემოვაჭრეები აყარეს. ადგილზე მისული იყვნენ მერიის ზედამხედველობის სამსახური და პოლიცია.

მოვაჭრეები პოლიციას დაუპირისპირდნენ და წინააღმდეგობას უწევდნენ. მათი ნივთები სატვირთო ავტომანქანებით გაიტანეს. მოვაჭრეები ამბობენ, რომ მერიამ ისინი შემოსავლის გარეშე დატოვა.

"ორი ავადმყოფი შვილი მყავს სახლში. ერთი კიბოიანია, მეორე - წნევადარტყმული. არც ერთს ოჯახი არ ჰყავს, ჩემი სარჩენები არიან... ჩემს მეტი იმათ პატრონი არ ჰყავთ", - ამბობს ერთ-ერთი დასაქმებული.

"წადით დროზეო, მაგრამ მე არ წამოვედი, გავუმკლავდი. მაგრამ დასტრიალებდნენ ამ ჩანთებს... მაინც არ წავედი... მოვიდა ამასობაში სასწრაფო, ცუდად გავხდი... დაგვეხმარეთ, რა", - ყვება კიდევ ერთი გარემოვაჭრე ქალი.

"დილიდან არ გამაშლევინეს "ტავარი", აიკრძალა სუყველაფერი, დღეიდან ვერ ივაჭრებთო. მუნიციპალიტეტის თანამშრომლები იდგენენ, ერთი 50 კაცი დამხვდა. ჩემმა მოვაჭრეებმა გამოიტანეს კიდევ "სეტკები" და არ დანებდნენ. მოიყვანეს მანქანა და ეს "სეტკები" და მაგიდები შეყარეს. თუ გაშლითო [მაგიდებსო], "ტავარსაც" წაგართმევთ, გადაგიყრით და 200 ლარითაც დაგაჯარიმებთო. სად წავიდეთ?" - ამბობს მოვაჭრე ქალი.


close დახურვა