logo
ENG



გორში ენმ-ს ოფისს თავს დაესხნენ, ჩამსხვრეულია მინები

02 მარ 202119:40
3 წუთის საკითხავი
 

გორში ნაციონალური მოძრაობის ოფისს თავს დაესხნენ. ფორმულას კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, რომ ჩამსხვრეულია მინები და კარი. ადგილზე არიან სამართალდამცავები.

ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახურის ცნობით, გორის ამავე ოფისს უკვე მეხუთედ დაესხნენ თავს. ადგილობრივ ოფისში ენმ-ს წარმომადგენელი რევაზ კახნიაშვილი ფორმულანიუსთან ინტერვიუში ამბობს, რომ პოლიციას წინა, მსგავსი შემთხვევები არ გამოუძიებია, ამიტომ ეს დანაშაული წახალისებულია. 

"ჯგუფურად, რამდენიმე ადამიანი თავს დაესხა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისს. ეს პირველი არ არის. არავინ არ დასჯილა, ისეა წახალისებული ოფისის დამტვრევა. უკვე თავის ფეხით მოდიან, პოლიცია დგას. ვისი დავალებით იყო, ალბათ, გაირკვევა, ნაკლებად მჯერა, რომ რაიმე რეაგირება მოყვება. როგორც წინა შემთხვევები იყო, ალბათ, ესეც ისე ჩაივლის", - ამბობს კახნიაშვილი. 

ფორმულა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ელოდება დამატებით ინფორმაციას.


close დახურვა