გორში, ე.წ. სადგურის დასახლებაში ცოტა ხნის წინ სროლის ხმა ისმოდა. ერთი ადამიანი დაღუპულია, ხოლო ერთი - დაჭრილი.
დაჭრილი კაცის მდგომარეობა უცნობია, ის გორის სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი.
ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ ბრალდებული დაკავებულია. რა მუხლით დაიწყო გამოძიება, უწყება ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.