გორში, კომბინატის დასახლებაში მამამ შვილი დაჭრა. არსებული ინფორმაციით, კაცს 10-მდე ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
დაჭრილი გორმედში გადაიყვანეს. კლინიკაში ფორმულას უთხრეს, რომ კაცის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
"კლინიკაში შეყვანისას პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო. მას გულ-მკერდისა და მუცლის არეში ბასრი საგნით მიყენებული მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. ნაკვეთი ჭრილობების შედეგად აქვს დაზიანებული ფილტვი, ღვიძლი, კუჭი, პანკრეასი, ასევე, წვრილი ნაწლავის მრავლობითი დაზიანებები, თავის, ორივე ხელის მტევნის, მარჯვენა წინა მხრის და მარჯვენა მხრის ნაკვეთი ჭრილობები.
არაერთი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულად მძიმეა", - ამბობენ კლინიკაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაჭრილის მამა დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.