გორში ნაციონალური მოძრაობის ოფისი დააზიანეს. დღეს ოფისში მისულ პარტიის წევრებს კარი ჩამტვრეული დახვდათ.
ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები გარე პერიმეტრზე მიმდინარეობს. ექსპერტ-კრიმინალისტების მისვლის შემდეგ კი, სათვალთვალო კამერების შემოწმებას დაიწყებენ.
პარტიაში აცხადებენ, რომ ეს ოფისზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის.
"რიგით მერვე შემთხვევაა ეს. არც ერთ შემთხვევაში სრულყოფილად არ არის გამოძიებული ჩვენი ოფისის დარბევის საქმე. ბოლო შემთხვევისას, ჩანაწერებიც მივაწოდეთ, მოვითხოვეთ, რა ეტაპზეა გამოძიება, რომ გაგვეგო და პასუხიც კი არ გაგვცეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ხელისუფლებისგან მართული ჯგუფები, რომლებიც თავდასხმას ახორციელებენ ეტაპობრივად ჩვენს ოფისზე"- ამბობს პარტიის რეგიონული ოფისის წარმომადგენელი.