გორში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ კაცს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვის მხარე ასევე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩანიშვნასაც მოითხოვს.
თავად ბრალდებული დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებს. მან გამოძიებას ჩვენება უკვე მისცა. წინასასამართლო პროცესი 20 აგვისტოს ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ 24 ივნისს გორში, სტალინის გამზირზე საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. 25 ივნისს სამართალდამცველებზე 2000 წელს დაბადებული ს.ყ. დააკავეს.
შსს-ს ცნობით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.