logo
ENG



გორში სათამაშო პისტოლეტით გაზგასამართი სადგურის თანამშრომელი დააყაჩაღეს

06 იან 202412:10
3 წუთის საკითხავი
 

გორში სათამაშო პისტოლეტით გაზგასამართი სადგურის თანამშრომელი დააყაჩაღეს. შემთხვევა წმინდაწყლის დასახლებაში 2 იანვარს მოხდა.

გამოძიების მტკიცებით, ორი პირი ობიექტის ოპერატორს თავს დაესხა და თანხა წაართვა. მათგან ერთი არასრულწლოვანია, მეორე კი პოლიციამ უკვე დააკავა.

ფორმულას ინფორმაციით, დაყაჩაღებისას ბრალდებულმა თანხა მოითხოვა და ერთ-ერთ თანამშრომელს ტელეფონიც წაართვა.

დაკავებულმა ბრალი აღიარა.

 


close დახურვა