logo
ENG



გორში სოციალურად დაუცველი ოჯახები აქციას მართავენ და ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ

10 თებ 202212:18
3 წუთის საკითხავი
 

გორში სოციალურად დაუცველი ოჯახები აქციას მართავენ და ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ 80-მდე ოჯახი ავარიულ შენობაში ცხოვრობს. მათი თქმით, საკითხზე ინფორმირებულია მუნიციპალიტეტის მერია, თუმცა რეაგირება არ აქვთ.

"ჩვენ ვითხოვთ აქედან გადაყვანას, ეს ბინა არის ნგრევადი, ყველაფერი ინგრევა, ყარს აქაურობა. აქ ცხოვრება არ შეიძლება, გაუსაძლის პირობებში ვართ. ნება იბოძოს მერიამ და გადაგვიყვანოს აქედან", -ამბობს ადგილობრივი.

აქციის მონაწილეების თქმით, პროტესტი გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.


close დახურვა