logo
ENG



გორში ტანსაცმლის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

31 დეკ 202000:43
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/31/2nhxn2qzd1q3mpt.jpg

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, გორში ტანსაცმლისა და შერეული საქონლის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. 

უწყების განმარტებით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები, ცეცხლის გავრცელების საფრთხე კი მოხსნილია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია 15 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. 

30 დეკემბრის საღამოს საათებში წმინდა წყლის დასახლებაში მდებარე ბაზრობაში ხანძარი გაჩნდა, ტერიტორიაზე იყო ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი. 

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.


close დახურვა