რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის ინფორმაციით, კლინიკაში სულ 40 პაციენტი იმყოფება.
როგორც გოფოძემ აღნიშნა, გუშინ 20 პაციენტს ჩაუტარდა კვლევა და არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
"ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში 39 პაციენტია. ახლა შემოვიდა მე-40 პაციენტი. მათგან არც ერთი დადასტურებული კოვიდინფიცირებული პაციენტი არ გვყავს. გუშინ 20 პაციენტს ჩაუტარდა კვლევა და ყველა პასუხი უარყოფითია. დღეს გაეწერა 5 პაციენტი. კიდევ რამდენიმე წავა, ზოგი კარანტინში, ზოგი თვითიზოლაციაში. ზოგს საერთოდ დაუმთარვდა საკარანტინო ვადა და წავიდნენ სახლში. რეანიმაციაში მყოფები არიან მძიმედ, მაგრამ ყოველდღიურად უმჯობესდება მდგომარეობა. მკურნალობის პროცესი ნორმალურად მიდის", - განაცხადა გოფოძემ.
შეგახსენებთ, რომ ამ დროის მონაცემებით კორონავირუსით ინფიცირების 98 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 18 გამოჯანმრთელებულია. კარანტინში, ბოლო მონაცემებით, იმყოფება 4876 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 264 საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, ხოლო ორ მუნიციპალიტეტში, მარნეულსა და ბოლნისში, კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. გარდა ამისა, საგანგებო რეჟიმის გამკაცრება მოხდა ორ ქალაქში - ზუგდიდსა და ფოთში, იქ პოლიციის ბლოკ-პოსტებია განთავსებული.