logo
ENG



გოშევსკა: 2020 წლის არჩევნების შემდეგ, საქართველო ავტორიტარული რეჟიმისკენ მიიწევს

13 ნოე 202423:49
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/13/ea6q0kel9gqz1kl.jpg

პოლონეთის სეიმის ვიცესპიკერმა, ევროპარლამენტარმა, მალგოჟატა გოშევსკამ ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ, საქართველო ავტორიტარული რეჟიმისკენ მიიწევს.

"ისტორია გვასწავლის, რომ დიქტატორები ცდილობენ ძალაუფლების მოპოვებას დემოკრატიული არჩევნებით, მაგრამ მათ აღარ უნდათ შემდეგ ამ ძალაუფლების დათმობა და საფრთხე ხდებიან საერთაშორისო საზოგადოებისთვის. 2012 წელს პრეზიდენტმა სააკაშვილმა მშვიდობით გადასცა ძალაუფლება. 2020 წლის არჩევნების შემდეგ საქართველო უკან მიიწევს ავტორიტარული რეჟიმისკენ და სამწუხაროდ, ახლა ხალხი რომელიც  ხელისუფლებაშია რუსეთისგან იღებს სარგებელს. დროა გამოვიტანოთ დასკვნები. მოგიწოდებთ იზოლაცია მოვახდინოთ ამჟამინდელი საქართველოს ხელისუფლების, გავყინოთ დახმარებები და შევაჩეროთ უვიზო რეჟიმი", - განაცხადა გოშევსკამ. 

 

 
 

close დახურვა