logo
ENG



გოცირიძე: ივანიშვილი ფონდიდან ფულის დახარჯვის უფლებას არავის არ აძლევს

27 მაი 202021:42
3 წუთის საკითხავი
 

„ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარე რომან გოცირიძე „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ ბიძინა ივანიშვილის მიერ ფონდში ჩარიცხულ 100 მილიონ ლართან და საერთაშორისო პარტნიორების მიერ გადმორიცხულ თანხებთან დაკავშირებით საუბრობს. მისი განცხადებით, ქართული ოცნების წევრები ბიძინა ივანიშვილის გარეშე ამ ფულს ვერ დახარჯავენ, რადგან ივანიშვილი საკუთარი ფულის განკარგვის უფლებას არავის არ აძლევს. 

მისივე თქმით, მაშინ როდესაც 8 წლის წინ სტიქია მოხდა ქვეყანაში, ივანიშვილმა ფონდში 80 მილიონი ლარი ჩარიცხა, თუმცა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ის მომენტალურად უკან დაიბრუნა. 

„დღეს ქართული ოცნება ასე იმართლებს თავს: ჩვენ საერთაშორისო ორგანიზიაციებიდან უნდა მოვიზიდოთ მილიარდნახევარი დოლარი, რაც ტყუილია და ახლა, 5 ივნისს შემოვა ბიუჯეტი და ვნახავთ, რომ იტყუებიან. ეს არის 5 მილიარდი ლარი თუ ეტაპობრივად შემოვა, შავი დღისთვის ფული შეიძლება გადაინახონ იმ გრანტებიდან, რომლების ევროკავშირიდან, ამერიკიდან და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან შემოვა. დღეს გვჭირდება ჩვენ ფულის დახარჯვა. ბიზნესმა ეს სარეზერვოდ კი არ ჩარიცხა, ჩარიცხა იმისათვის, რომ დღეს გვერდში დადგომოდა გაჭირვებულ ადამიანებს, მაგრამ ძაღლის თავი იმაშია დამარხული, რომ ივანიშვილი არ აძლევს საკუთარი ფულის განკარგვის უფლებას. უკვე ეჭვი დგება მართლა სერიოზული ეს ფული მართლა ჩარიცხა თუ ოფშორებიდან გადმოურიცხა. 

ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს თუ რა მოხდა 8 წლის წინ, როდესაც ქვეყანაში იყო სტიქია, ივანიშვილმა 80 მილიონი გადარიცხა ბიუჯეტში და როგორც კი ხელისუფლებაში დაბრუნდა ეს 80 მილიონი მომენტალურად უკან დაიბრუნა. ივანიშვილის ნებართვის გარეშე ამ ფონდის ხარჯვა ტაბუდადებულია“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.


close დახურვა