საპენსიო სააგენტოს თავმჯდომარის მიერ თანამდებობის დატოვებას ოპოზიციაში აფასებენ და პრემიერ-მინისტრის მიერ ყოფილი კოლეგის, მამუკა ბახტაძის კადრების შესაძლო წმენდაზე საუბრობენ. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, რომან გოცირიძის თქმით, საპენსიო ფონდის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი "წესიერი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა" და შესაძლოა მან ზეწოლას ვერ გაუძლო.
„ეს ბახტაძის კადრი იყო და არ იყო გახარიას კადრი. ტოვებდა წესიერი კაცის შთაბეჭდილებას. არაა გამორიცხული თავის ნებით წასულიყო, რადგან არ ეთანხმებოდა იმ ზეწოლას, რაც თანხების განთავსებას ეხებოდა“, - განაცხადა „ნაციონალური მოძროაბის“ წევრმა რომან გოცირიძემ.
„ევროპული საქართველოს“ წევრს გიგი წერეთელს კი მიაჩნია, რომ სურგულაძის წასვლა კითხვებს აჩენს რეფორმის სტაბილურობასთან დაკავშირებით.
„საპენსიო რეფორმის ამ პროცესში დირექტორის გადადგომა ძალიან ბევრ კითხვას აჩენს და პირველ რიგში კითხვებს აჩენს რეფორმის სტაბილურობასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტიდან, ეს გადაწყვეტილება ადეკვატური არაა“, - განაცხადა წერეთელმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რომან კაკულია იმედოვნებს, რომ სურგულაძის თანამდებობიდან წასვლა, მისი პირადი გადაწყვეტილება იყო.
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სააგენტოა, რომლის წარმატებულ ფუნქციონირებაზეცაა დამოკიდებულია მნიშვნელოვნა ჩვენი გუნდის სამომავლო ხედვის ნდობის საკითხი. იმედია პირადი მოტივაციაა და არა რაიმე ისეთი, რაც საფრთხეს უქმნის სააგენტოს საქმიანობას“, - განაცხადა კაკულიამ.
შეგახსენებთ, რომ საპენსიო სააგენტოს თავმჯდომარემ თანამდებობა ცოტა ხნის წინ დატოვა. ლევან სურგულაძემ წასვლის შესახებ განცხადებით სამეთვალყურეო საბჭოს უკვე მიმართა. მას წასვლის მიზეზები მედიასთან არ დაუკონკრეტებია და მხოლოდ ის განაცხადა, რომ სხვა გეგმები აქვს, რასაც საზოგადოება მალე შეიტყობს. ლევან სურგულაძე, ამ თანამდებობაზე 5 წლის ვადით იყო დამტკიცებული.
შეგახსენებთ, რომ საპენსიო სააგენტოს თავმჯდომარეს სამეთვალყურეო საბჭო ირჩევს, რომელიც სამი მინისტრისგან შედგება და ერთ-ერთი მინისტრი სწორედ თურნავაა. სწორედ ამ საბჭომ უნდა დააკმაყოფილოს სურგულაძის თანამდებობიდან წასვლის.