logo
ENG



გოცირიძე: როცა ამბობენ, საკუთარი ნებით წავედი, უნდა იცოდეთ, რომ მოხსნეს

11 ნოე 201920:37
3 წუთის საკითხავი
 
vsh61mv7jo844jo.jpg

ბიზნესომბუდსმენმა თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა. ამის შედეგ მას მედიასთან კომენატარი აღარ გაუკეთებია. სოციალურ ქსელში ყოფილი ბიზნესომბუდსმენი აცხადებდა, რომ გადაწყვეტილება სამომავლო გეგმების გამო მიიღო.

ალტერნატიული გეგმის შესახებ ვრცლად  საუბარი არც  ბიზნესომბუდსმენის ყოფილმა მოადგილემ ისურვა. თანამდებობის დატოვების შესახებ ლევან კალანდაძემაც სოციალურ ქსელში დაწერა. კალანდაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ლექვინაძესთან ერთად კონკურენციის სააგენტოში გადადის. 

კონკურენციის საააგენტოს ხელმძღვანელის პოსტზე ირაკლი ლექვინაძის დანიშვნას აქტიურად განიხილავენ ბიზნეს წრეებში. ლექვინაძის საქმიანობას დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ მას ბიზნესთან ღია კომუნიკაცია ჰქონდა. ბიზნეს ასოციაციების ხელმძღვანელები ფიქრობენ, რომ გიორგი გახარია გუნდის დაკომპლექტებას საკუთარი კადრებით გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესომბუდსმენის თანამდებობას პრემიერ-მინისტრთან დაახლოებული პირი, მიხეილ დაუშვილი დაიკავებს.


close დახურვა