logo
ENG



გოცირიძე: საერთო-სახალხო განხილვებში მონაწილეობას არ მივიღებთ

16 მარ 202014:25
3 წუთის საკითხავი
 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ოპოზიცია ხელისუფლების მიერ მემორანდუმში არსებული პირობების შესრულებას ელოდება.

გოცირიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო კომისიის შემქნას მხარს დაუჭერს.

„ჩვენ შეთანხმებების ყველა ნაწილს ვასრულებთ. საკონსტიტუციო კომისიის შექმნას დავუჭერთ მხარს და კომისიის მუშაობაშიც მივიღებთ მონაწილეობას, მაგრამ არ მივიღებთ მონაწილეობას საერთო-სახალხო განხილვებში.

"დაველოდებით ხელისუფლების შემდგომ ნაბიჯებს, რომელიც ითვალისწინებს ხელშეკრულების ყველა ნაწილის შესრულებას. თუ დისტანციური ურთიერთობის ფორმები იქნება გამოყენებული, ესეც მისაღებია, კორონავირუსიდან გამომდინარე“, - განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები 120/30 სისტემით ჩატარდება, სადაც 120 დეპუტატი პროპორციული საარჩევნო სისტემით იქნება არჩეული, ხოლო 30 დეპუტატი მაჟორიტარი იქნება. 

გარდა ამისა, არჩევნები 1%-იანი ბარიერით ჩატარდება და იქნება 40%-იანი ჩამკეტი მექანიზმი, რაც ნიშნავს, რომ კონკრეტული პარტია მთავრობას იმ შემთხვევაში დააკომპლექტებს თუ ხმების 40%-ზე მეტს დააგროვებს.

ამავდროულად, 8 მარტს ხელისუფლებისა და ოპოზიციას შორის გაფორმებული მემორანდუმი, პოლიტიკური პატიმრების საკითხის მოგვარებასაც ითვალისწინებს.


close დახურვა