logo
ENG



გოცირიძე: ყველა ბერკეტი, რომლითაც ლარი უნდა ყოფილიყო გამყარებული, მოშლილია

23 სექ 202016:03
3 წუთის საკითხავი
 
ap6mdp8la29xp6r.png

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე ბოლო პერიოდში ლარის მკვეთრი გაუფასურების გამო პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, მმართველმა გუნდმა დააზიანა ყველა ბერკეტი, რომლითაც ეროვნული ვალუტის გამყარება იყო შესაძლებელი.

მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი ეროვნული ბანკის რეზერვების შემცირებაა.

"ყველა ბერკეტი, რომლითაც ლარი უნდა ყოფილიყო გამყარებული, დღეს არის მოშლილი. მთავრობამ ყველა მართვის ინსტრუმენტი გააფუჭა და დააზიანა. დღეს ერთადერთი რამ დარჩა ქვეყანას - ეროვნული ბანკის რეზერვების გამოყენება და ინტერვენციები. ორი ბოროტებიდან უნდა გამოვიყენოთ ნაკლები ბოროტება. დიდი ბოროტება არის ლარის ჩამოშლა და სოციალური კატასტროფა და ნაკლები ბოროტება არის რეზერვების შემცირება. სხვა გამოსავალი არ დაუტოვა მთავრობამ ქვეყანას", - განაცხადა გოცირიძემ.

დეპუტატი ეროვნულ ბანკსაც აკრიტიკებს და ამბობს, რომ მათი ქმედებები დაგვიანებული და არასწორია.  

"რაც შეეხება ინტერვენციებს, ეროვნული ბანკი აგვიანებს, უშვებს შეცდომებს, ახორციელებს ყოველთვის ოთხშაბათს. დღეს აკეთებს 40 მილიონის ინტერვენციას, წინა ოთხშაბათს გააკეთა ინტერვენციები 40 მილიონი დოლარის ოდენობით და ნაცვლად ლარის გამყარებისა, ვალუტა გაუფასურდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი ან შეგნებულად ან უცოდინრობით ამთხვევს რეფინანსირების სესხების აუქციონსა და ვალუტის აუქციონს. გასაგებად რომ ვთქვათ, დღეს ეროვნული ბანკი გამოიტანს 2 მილიარდ ლარს, სესხად აიღებენ კომერციული ბანკები და ეროვნული ბანკიდან მიღებული ფულით  იყიდიან ეროვნული ბანკისვე გამოტანილ დოლარს. ამას ჰქვია თხა გავყიდე, თხა ვიყიდე", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

1-ლი სექტემბრიდან დღემდე ლარი დოლართან მიმართებით 18 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან კი - 16 თეთრით.


close დახურვა