logo
ENG



გოცირიძე:ეკლესიის სკანდალთან დაკავშირებით კომისიის შექმნის ინიციატივით გამოვდივართ

06 ნოე 201914:24
3 წუთის საკითხავი
 
vrl5gny5nlpxhpj.jpg

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ პარტია საპატრიარქოს გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. ამასთან, ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, მმართველი გუნდი ინიციატივას მხარს არ უჭერს. გოცირიძე ეჭვობს, რომ ხელისუფლებას საეკლესიო გადატრიალების მოწყობა სურდა.

"ეს არის უზნეო, ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები. პირდაპირ ჩანს, რომ აპირებდნენ პატრიარქის შეცვლას, არნახული საკონსტიტუციო და საეკლესიო გადატრიალების მოწყობას. ვინაიდან საქართველოს კონსტიტუცია და ეკლესიასთან კონკორდატის შეთანხმება ითვალისწინებს ერთმანეთის საქმეებში ჩაურევლობას. პირდაპირ კონსტიტუციის დარღვევის მცდელობა იყო. გაბედულობა, რომ ჰქონდეთ და საკუთარ სიმართლეში ყოფილიყვნენ დარწმუნებულები, ჩვენს ინიციატივას დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით მხარს დაუჭერდნენ", - განაცხადა გოცირიძემ.

 

 

 

 


close დახურვა