logo
ENG



გოცირიძე გახარიაზე: დადგება დრო, როდესაც 20 ივნისის საქმეზე ყველა დამნაშავეს თავისი მიეზღვება

18 ივნ 202017:22
3 წუთის საკითხავი
 

„პირდაპირ ემსახურებიან მტრის, ოკუპანტი სახელმწიფო ინტერესებს“, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე პრემიერ-მინისტრის მიერ 20 ივნისის აქციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, დადგება დრო, როდესაც მომხდარში დამნაშავე ყველა პირი დაისჯება.

„მათ ვერ გაიაზრეს, რა მოხდა ქვეყანაში. ამ განცხადებებით ისინი პირდაპირ ემსახურებიან მტრის ინტერესებს, ოკუპანტი სახელმწიფო ინტერესებს. ვიცით, რომ ეს მოვლენები დაკავშირებული იყო გავრილოვთან და ზოგადად რუსეთთან. ეს იყო ანტირუსული და ანტიოკუპაციური აქცია. არავითარი სინანულის ნოტები, არავითარი ბოდიში. ასე ცივსისხლიანად, ადამიანი აცხადებს, რომ მას არ აინტერესებს იქ მომხდარი ამბები, ვერ გრძნობს დანაშაულს. ამიტომ დადგება დრო, როდესაც ყველა დამნაშავეს მიეზღვება თავისი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 20 ივნისის ღამის მოვლენებზე დასმულ კითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ ხსენებულ საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე 2-ჯერ იყო მისული. მან ასევე განაცხადა, რომ ის რაც 20 ივნისს ხდებოდა, პარლამენტზე შტურმი იყო და პოლიციამ ქვეყანას დესტაბილიზაცია აარიდა.


close დახურვა