"საქართველოში არის მართვის ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც დაგვირგვინდება თქვენი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ დასმით,"- ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რომან გოცირიძემ გენერალურ პროკურორს, რომელსაც უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატის სტატუსით, პარლამენტში უსმენენ.
გოცირიძის თქმით დღესდღეობით ხელისუფლების ხელში როგორც საკონსტიტუციო სასამართლო, ისე სასამართლოს ყველა ინსტანცია. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კი გოცირიძე ივანიშვილის დესანტებს უწოდებს.
"თქვენ ხართ ბიძინა ივანიშვილის სამხედრო დესანტი სასამართლო სისტემაში. სასამართლოში წყდება ბედი ფინანსური საკითხების, პოლიტიკური რეპრესიების, ვისაც გინდა დაიჭერთ. თქვენი ნებისმიერი პროკურორი და მოსამართლე ამას გაამართლებს და ბოლოს შეიძლება არჩევნების გაყალბების ვერდიქტიც კი დადოს ამ სასამართლომ... თქვენი დამტკიცება პარლამენტის მიერ, ეს არის ხელისუფლების უზურპაცია და ამას არ შეეგუება ხალხი,"-განაცხადა გოცირიძემ.