logo
ENG



გოცირიძე მოქალაქეების გატაცებაზე: რუსეთი ამას აკეთებს, რადგან ხელისუფლება არ აპროტესტებს

17 ივლ 202014:39
3 წუთის საკითხავი
clock 504

ზაზა გახელაძე და ხვიჩა მღებრიშვილი, რომლებიც ოკუპანტებმა რამდენიმე დღის წინ ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაიტაცეს, ამ დრომდე ტყვეობაში რჩებიან. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომან გოცირიძე რუსულ ოკუპაციის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობას აპროტესტებს: 

„დაგეგმილი აქვს რუსეთს, ან მოკლას ან გაიტაცოს, ან გადმოწიოს. ამას აკეთებს 8 წლის განმავლობაში იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებიდან არ ხდება არავითარი პროტესტი, ნაცვლად იმისა, რომ იყვიროს პრეზიდენტმა და დადგეს საოკუპაციო ხაზთან“,-აცხადებს რომან გოცირიძე.

ზაზა გახელაძე ოკუპანტებმა 11 ივლისს გაიტაცეს,  დე ფაქტო საინფორმაციო საშუალებებმა ინფორმაცია გაავრცელეს, რომლის თანახმადაც ზაზა გახელაძე დაჭრილია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

 


close დახურვა