logo
ENG



გოცირიძე სამშენებლო სექტორის მხარდაჭერაზე:ესაა კორუფციული გეგმა

29 მაი 202014:12
3 წუთის საკითხავი
 

"ეს კორუფციული გეგმაა",- ასე შეაფასა რომან გოცირიძემ მთავრობის მიერ სამშენებლო სექტორზე გაცემული სუბსიდირების საკითხი. როგორც მან საპარლამენტო ტრიბუნიდან გიორგი გახარიასადმი მიმართვაში აღნიშნა, მთავრობის დაპირბები ხელოვნურია და არ შეესაბამება სიმართლეს. 

"თურმე თქვენ ჰპირდებით ადამიანებს ბინების აშენებას, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირებს თურმე გაორმაგებული ტემპით აუშენებთ ბინებს. 150 ათასი ერთში გამოყავით და 75-ში მეორეში. სინამდვილეში ეს კორუფციული გეგმაა. თქვენთან, თბილისის მერიასთან და საერთოდ ივანიშვილთან დაახლოებული სამშენებლო კომპანიებისთვის ფულის შოვნის სქემა. ეხმარებით მშენებლებს და გინდათ მოასწროთ, ამ 4 თვეში, რადგან ოქტომრიდან არ იქნებით თქვენ და აღ გექნებათ შანსი, გინდათ რომ საერთაშორიო დახმარება საკუთარ ბიზნესებს წაახმაროთ. რომელ სამშენებლო სუბსიდიაზე საუბარი, როცა ხალხს შია",-აცხადებს რომან გოცირიძე.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაცია გუშინ გაიმართა.

პრემიერ-მინისტრი პარლამენტში ამ წუთებში მივიდა და ოპოზიციის კითხვებს პასუხობს.


close დახურვა