logo
ENG



გოცირიძე შერჩევითობაზე საუბრობს - საშობაოდ შეზღუდვები მხოლოდ მართმადიდებლებისთვის იხნება

27 ნოე 202009:01
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/27/pvu9mvq885k49sx.png

ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე ფორმულასთან მთავრობის მხრიდან შერჩევით მიდგომაზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ მიერ გამოცხადებული დასვენების დღეები მხოლოდ ერთი რელიგიის წარმომადგენლების დღესასწაულს, კერძოდ, მართმადიდებლების მიერ შობის აღნიშვნას ეხება.

"პრემიერმა განცხადება გააკეთა, სადაც ერთ სეკულარულ დღესასწაულზეა საუბარი - ახალ წელზე, რომელიც ყველას გვეხება და ერთ რელიგიურ დღესასწაულზე, რომელიც ერთი კონკრეტული რელიგიის თემის ერთ ნაწილს ეხება. ჩვენ უკვე მესამე კვირაა, როგორც კი 1 000-ს ასცდა მაჩვენებელი, მსახურებები ისევ შევწყვიტეთ. შობის დღესასწაული მრევლისთვის მაინც არ იქნებოდა, რადგან მე ვიცი, რომ შობა, ახალი წელი და აღდგომა კორონამ არ იცის, აქ სახელმწიფოს მიდგომაზეა საუბარი", - აცხადებს გოცირიძე.

"გადაადგილების შეზღუდვას, რომელიც იქნება მთელი ამ 2 თვის განმავლობაში, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, რა თქმა უნდა, ჩვენ ახალი წლის ღამეს მოვხსნით, ისევე, როგორც მოვხსნით შობის ღამეს. ამ ორ დღეს, გადაადგილებაზე შეზღუდვა, ქვეყნის მასშტაბით, არ იქნება", - ამის შესახებ გუშინ, 26 ნოემბერს საქართველოს პრემიერმა, გიორგი გახარიამ ქვეყანაში 28 ნოემბრიდან ასამქმედებელ შეზღუდვებზე საუბრისას განაცხადა.

ქვეყანაში კომენდანტის საათი 28 ნოემბრიდან 31 იანვრამდე საღამოს 21:00-დან დაიწყება და დილის 05:00 საათამდე გაგრძელდება. 

ამ დროის განმავლობაში იკრძალება ადამიანების მოძაობა როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა. გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე - 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე - 6 იანვრის ღამე.

თუმცა, შეზღუდვები არ იხსნება იმ დღეებში, როდესაც შობას სხვა რელიგიის წარმომადგენლები ზეიმობენ. 


close დახურვა