logo
ENG



გრეგოროვა ოცნებაზე: სურთ ოპოზიციის აკრძალვა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება დემოკრატიის არსს

02 სექ 202412:02
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/02/q8j9kuktoyi7e8o.jpg

ქართული ოცნების განცხადებებით ჩანს, რომ თუ მიიღებენ საკონსტიტუციო უმრავლესობას, სურთ ოპოზიციის აკრძალვა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება დემოკრატიის არსს და იქნება სახელმწიფოს დე ფაქტო მიტაცება. ამიტომ, ვფიქრობ, საჭიროა იმის უზრუნველყოფა, რომ არჩევნები არ დაექვემდებარება მანიპულირებას. ჯერ კიდევ ბევრი გამოუყენებელი ბერკეტია. ვნახეთ, რომ გაწევრიანების მოლაპარაკებები შეჩერებულია იმის მიუხედავად, რომ საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. რაც შეეხება ინდივიდუალურ სანქციებს, ევროკავშირს ახლა ამის განხორციელება არ შეუძლია, ეს წევრი სახელმწიფოების საკითხია და ასევე, შეერთებული შტატების

ვფიქრობ, რომ არის რამდენიმე წევრი სახელმწიფო, რომელიც დაინტერესებულნი იქნებოდნენ ინდივიდუალური სანქციების დაწესებით. ვფიქრობ, რომ უნდა დავეთანხმო, რომ ქართულ ოცნებას კურსი არასოდეს შეუცვლია და თავიდანვე ასე იყო. ჩემი პირადი აზრია, რომ ისინი ვარაუდობენ, რომ რუსეთი ომს მოიგებს და სურთ გამარჯვებულ მხარეს ყოფნა. თუ იქნება მანიპულირება არჩევნების შედეგებით, ვფიქრობ, რომ უნდა გავიხსენოთ ბელარუსის მაგალითი, ევროკავშირმა არ ცნო პრეზიდენტად ლუკაშენკო, მხარს ვუჭერდით ოპოზიციას და დავასანქცირეთ ბელარუსი. თუ საქართველოს შემთხვევაშიც ასე იქნება, ეს პრეცედენტი უკვე არსებობს. 


close დახურვა