logo
ENG



გრეგოროვა ღარიბაშვილს: ნუ ცრუობთ, ოპოზიცია თითქმის გვევედრა კანდიდატის სტატუსზე

22 ივნ 202217:34
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/22/7pqaneuu1r4hwrj.jpeg

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას, რომ ქართველი ოპოზიციონერები  ცდილობდნენ დაერწმუნებინათ ევროპარლამენტარები, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მიეცათ სიცრუეს უწოდებს.

გრეგოროვა აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში არ უნახავს, სამაგიეროდ შეხვდა ოპოზიციის წარმომადგენლებს, ვინც ევროპარლამენტარებს სთხოვდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის მხარი დაეჭირათ.

"იყავით ბრიუსელში? მე არ მინახიხართ. მაგრამ მე ვიყავი ოპოზიციასთან შეხვედრებზე და ყველა მათგანი თითქმის გვევედრა კანდიდატის სტატუსზე. ამიტომ ნუ ცრუობთ. ჩამოდით ბრიუსელში და ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ. ნუ იქნებით პრობლემა, იყავით გამოსავალი" - წერს გრეგოროვა.

დღეს პარლამენტის წინაშე გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სალომე სამადაშვილი და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები ბრიუსელში "კარდაკარ დადიოდნენ" იმისთვის, რომ ევროპარლამენტარები დაერწმუნებინათ, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭებინათ.

ამავე განცხადებას გამოეხმაურა ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი. მისი თქმით, პრემიერ ღარიბაშვილს ბრატისლავაში ყოფნისას სთხოვა შეხვედრა, თუმცა ღარიბაშვილისგან პასუხი არ მიუღია.


close დახურვა