logo
ENG



გრიგოლ ვაშაძე და დავით კირკიტაძე ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციის წევრებს შეხვდნენ

25 ოქტ 201914:25
3 წუთის საკითხავი
 
iuh424axuhcodjw.png

„ერთიანი ნაცონალური მოძრაობის“ წევრები, გრიგოლ ვაშაძე და დავით კირკიტაძე ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციის წევრებს შეხვდნენ, შემდეგ კი სოფელ პირველ სვირს ესტუმრნენ. შეხვედრაზე რაიონში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. ადგილობრივების თქმით, სოფელს წყალი არ აქვს და მოსახლეობას მისი ყიდვა უწევს. წყალთან ერთად სვირის პრობლემა უგზოობაცაა.

„პენსიონერი ვარ მაგალითად და წამალში არ მყოფნის ეს პენსიის ფული, საჭმელი ხო უნდა ჭამოს კაცმა. კიდე რაღაცას ვწვალობთ სოფელში ადგილებზე მოგვყავს რაღაცა პატარა, მე მიკვირს ქალაქში როგორ ცხოვრობს 200 ლარზე კაცი,“-აცხადებს ერთ-რთი ადგილობრივი.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის გრიგოლ ვაშაძის თქმით 2020 წლის არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წარმატებას აუცილებლად მიაღწევს.

„აი ამ ფუნდამენტზე აუცილებლად არის ასაშენებელი 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებზე წარმატების მიღწევა აქ, ზესტაფონში, აუცილებად გავაკეთებთ ამას იმიტომ, რომ მობილიზებული, ბრძოლისუნარიანი შემართებით აღსავსე ორგანიზაცია გვყავს ჩვენ აქ. ჩვენი პარტიის გაცოცხლების ყველაზე მთავარი ნიშანი არის ის, რომ ორგანიზაციები უკვე ითხოვენ წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას,“-განაცხადა ვაშაძემ.

 


close დახურვა