logo
ENG



გრიგოლ ლილუაშვილის განცხადება

27 სექ 202119:58
3 წუთის საკითხავი
 

კვლევის შედეგი აჩვენებს,რომ საზოგადოების დიდი უმრავლესობა სუს-ის უფროსის გადადგომას ითხოვს, მაგრამ თავად ლილუაშვილი ვერც კი ხვდება, რატომ უნდა დატოვოს თანამდებობა. უფრო მეტიც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის განცხადებაში ოპონენტების მიმართ მუქარის ამოკითხვაც ადვილად შეიძლება.

მთავარი და ყველაზე საგულისხმო კითხვა დღეს ლილუაშვილმა აქეთ დაუსვა ჟურნალისტებს. მე რა შუაში ვარ - იკითხა სუს-ის გაკვირვებულმა უფროსმა. ორკვირიანი გაუჩინარების შემდეგ ლილუაშვილი საჯაროდ პირველად გამოჩნდა და ირიბად სცადა პასუხისმგებლობის ტვირთი საკუთარი უწყების ქვედა რგოლზე გადაეტანა.    


close დახურვა