logo
ENG



გრიგოლია: მუშაობას ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ, ველოდებით NCDC-ის შემდგომ რეკომენდაციებს

09 სექ 202018:12
3 წუთის საკითხავი
 
0pl6p1ymfjsmh8j.jpg

ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია ამბობს, რომ ამირან გამყრელიძის რეკომენდაციით, ტელევიზია მუშაობას აგრძელებს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან რეკომენდაციებს ელოდება.

გრიგოლიას თქმით, ტვ პირველი შემდგომ ნაბიჯებს NCDC-ის რეკომენდაციების მიხედვით გადადგამს.

მისივე განცხადებით, კოვიდზე ტესტი არხის ყველა თანამშრომელს ჩაუტარდება.

"ასე ხდება, ვაშუქებთ, ვაშუქებთ და მერე საკუთარ თავზეც გვიწევს გამოცდა. ხუთშაბათს მქონდა გადაცემა კოვიდ პანდემიაზე, ხომ არ აფეთქდა მეორე ტალღა-მეთქი. არ მეგონა, თუ ეს ტალღა ასე ახლოს იყო ტელევიზიასთან". - თქვა მან.

ტვ პირველის ჟურნალისტს კორონავირუსი დღეს, 9 სექტემბერს დაუდასტურდა.

ვიკა ბუკიას ინფიცირების წყარო ოჯახური კონტაქტია.

ჟურნალისტი დეპუტატის, პარტია ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის ცოლია. კორონავირუსი გოგიჩაიშვილსაც დაუდასტურდა.

დღეს, 9 სექტემბერს ახალი კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 4 პირი.

საქართველოში 26 თებერვლიდან დღემდე COVID 19 სულ 1773 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 1325 გამოჯანმრთელდა, 19 - გარდაიცვალა.


close დახურვა