logo
ENG



გამყრელიძე: ახლა გრიპის გავრცელება ბევრად ჭარბობს კორონავირუსის გავრცელებას

02 მაი 202211:47
3 წუთის საკითხავი
 
გამყრელიძე: ახლა გრიპის გავრცელება ბევრად ჭარბობს კორონავირუსის გავრცელებას
საქართველოს მთავრობა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ინტერპრესნიუსთან ამბობს, რომ ახლა გრიპის გავრცელება კორონავირუსის გავრცელებას აღემატება. 

გამყრელიძის თქმით, რესპირაციული ვირუსების გავრცელების დინამიკამ გარკვეული ცვლილება განიცადა.

"2020 წელს გრიპი თითქმის არ იყო, ახალმა კორონავირუსმა "დაჩაგრა" და ნაკლებად შეაწუხა მოსახლეობა. 2021 წელსაც ეს დინამიკა გაგრძელდა. 2022 წელს კი სახე იცვალა რესპირაციული ვირუსების გავრცელებამ. რესპირაციული ვირუსები, კერძოდ, გრიპის, რინოვირუსი, სინციტიური ვირუსი და სხვა, ყოველი წლის შემოდგომის მეორე ნახევრიდან, გაზაფხულის მარტის ბოლომდე ცირკულირებდნენ. მას შემდეგ, რაც „ომიკრონი“ გამოჩნდა, ისევე იმატა სხვა რესპირაციული ვირუსების დინამიკამ". - თქვა გამყრელიძემ. 

მისივე განცხადებით, 2022 წელს სხვა ვირუსების მიმდინარეობა უჩვეულოდ გაგრძელდა.  გამყრელიძე აღნიშნავს, რომ 2008-2009 წლის შემდეგ საქართველოში გრიპის ცირკულაციის ასეთი სეზონური გახანგრძლივება არ ყოფილა.

"ცირკულირებს: გრიპი, განსაკუთრებით H3-ის შტამი, რინოვირუსი, სხვა კორონავირუსები და არა ახალი კორონავირუსი, ასევე ე.წ. პარაგრიპები, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, ადენოვურსი და სხვა.

ჩვენ მონაცემებს თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ ახლა გრიპის ვირუსის გავრცელება ბევრად სჭარბობს კორონავირუსის გავრცელებას, უფრო მეტი გრიპის ვირუსი ცირკულირებს, ვიდრე კორონავირუსისომიკრონი“, თუმცა, ეს პანიკის საბაბს არ იძლევა". - თქვა მან. 


close დახურვა