კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა საყურადღებო. ის ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნლობს, ამავე კლინიკაში წევს მისი ოჯახის 2 წევრი, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. კლინიკის ინფექციონისტის თქმით პაციენტები ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.
"სტაბილურია, გამოხატულია შესაბამისი სიმპტომები. რა თქმა უნდა გრძელდება მისი მკურნალობა და მონიტორინგი შესაბამისი პროტოკოლის მიხედვით",-აღნიშნა მეგი კობახიძე
სულ ბოჭორიშვილის კლინიკაში 41 პაციენტი იმყოფება, მათგან 21-ს კორონავირუსი აქვს დადასტურებული. 21 დან 7 არასრულწლოვანია.