ხერსონის ოლქის ხელმძღვანელის იაროსლავ იანუშევიჩის განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა 8 იანვრის ღამეს აკრძალული ცეცხლგამჩენი საბრძოლო მასალით დაბომბეს.
"რუსი ოკუპანტები თავს დაესხნენ ქალაქის ტავრისკის უბანს. თავდასხმისთვის ცეცხლგამჩენი საბრძოლო მასალა გამოიყენეს. საბედნიეროდ, ამ თავდასხმას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი და ინფრასტრუქტურის განადგურება არ მოჰყოლია", - წერს იანუშევიჩი Telegram-ზე.
უკრაინული მედია წერს, რომ ცეცხლგამჩენი საბრძოლო მასალის გამოყენება აკრძალულია, მისი გამოყენება ქალაქებში ან მათ მახლობლად დაუშვებელია.
მედიის ცნობითვე, სამხედრო ობიექტებზე ცეცხლგამჩენი საბრძოლო მასალის გამოყენება დასაშვები მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ ისინი სამოქალაქო ადგილებიდან დაშორებულია.