![2024/05/26/4s0v4ver0atcgb8.png](/uploads_script3/articles/2024/05/26/4s0v4ver0atcgb8.png)
საძიებო სისტემა გუგლი [Google] საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. 26 მაისის დადგომისთანავე Google-ში სპეციალური "დუდლი" გაჩნდა საქართველოს დროშის გამოსახულებით.
ე.წ. დუდლს მომხმარებელი იმ გვერდზე გადაჰყავს, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით არსებული ინფორმაციის ნახვაა შესაძლებელი.