საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, თოვის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
მლეთა-გუდაურისა და გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებელი გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
გზების დეპარტამენტში ამბობენ, რომ აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალოდ ზედამხევდელობითა და კოორდინაციით.