![2023/03/05/z4g1qfsemxx1omc.jpg](/uploads_script3/articles/2023/03/05/z4g1qfsemxx1omc.jpg)
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გარემოს ეროვნულ სააგენტოზე დაყრდნობით წერს, რომ საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტი გაუჩერებლად გავლის რეჟიმში იმოძრავებს.