ტრაგედიას გუდაურში 9 მსხვერპლი ჰყავს. ტურისტი, რომელიც პარაპლანის ინსტრუქტორთან ერთად ხევში ჩავარდა და სამაშველო ვერტმფრენში მყოფი რვა ადამიანი. ეკიპაჟის 4 წევრი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი, ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი. ვერტმფრენს, რომელიც გუდაურში ჩამოვარდა, პოლიციის პოლკოვნიკი, 35 წლის სტაჟის მქონე მფრინავი, ზაზა ლორია მართავდა.