გუდაურში ზვავში მოყოლილი რუსი ტურისტის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას მთის კურორტების განვითარების კომპანია ავრცელებს.
ცხედარი გუდაურის სამაშველო სამსახურმა დღეს აღმოაჩინა.
25 წლის გოგოს ერთი დღის განმავლობაში ეძებდნენ. კობი-გუდაურის გზაზე ზვავი 15 თებერვალს ჩამოწვა.