გუდაურში მოკლული თამაზ გორთამაშვილის ოჯახის წევრებმა და ადვოკატმა მედიასთან კომენტარი გააკეთეს. მათი თქმით, გარდაცვლილის დისკრედიტაცია და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება გამიზნულად ხდება. ოჯახის ადვოკატი დარწმუნებულია, რომ გავრცელებული ვიდეო კადრების გარდა არსებობს სხვა ვიდეო კადრებიც, სადაც ასახულია, რომ პირველი გასროლა კობიაშვილმა დამიზნებით გორთამაშვილის ტანის ზედა მხარეში გადანხორციელა.
გორთამაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი მოუწოდებენ საზოგადოებას, რომ გარკვეული ინტერპრეტაციებისგან თავი შეიკავონ.