logo
ENG



გუკა რჩეულიშვილი: ჩვენ დაზარალებულები აღარ გვყავს

17 სექ 202112:45
3 წუთის საკითხავი
 

ცენტრ პოინტის დამფუძნებლის, მაია რჩეულიშვილის შვილი, გუკა რჩეულიშვილი ამბობს, რომ კომპანიას დაზარალებულები აღარ ჰყავს. მაია რჩეულიშვილი საპატიმრო დაწესებულებას ვადაზე ადრე დატოვებს. მან საპროცესო შეთანხმება გააფორმა.

"მაიას გამოსვლას ველოდები ძალიან დიდი ხანია და ძალიან ბედნიერი ვარ. ჩვენ დაზარალებულები აღარ გვყავს, ახლა ისინი არიან მენაშენეები და ჰყავთ ახალი ინვესტორი. ჩვენი ვალდებულება მოვიხსენით და მიწები გადავეცით", - ამბობს გუკა რჩეულიშვილი.

მაია რჩეულიშვილი 2016 წელს დააკავეს მას თაღლითობაში ედებოდა ბრალი. მასთან ერთად დაკავებული იყო მისი და რუსუდან კერვალიშვილი, რომელმაც ციხე ამ წლის მარტში დატოვა. 

გამოძიება მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს ამხანაგობა თაბუკაშვილი 88-ის კუთვნილი 11 მილიონზე მეტი ლარის მითვისებას ედავებოდა.

ამასთან, მაია რჩეულისშვილს 2019 წელს ე.წ. მიონის ეპიზოდზე სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


close დახურვა