logo
ENG



გუკა რჩეულიშვილის ადვოკატი: ნაცემია, სავარაუდოდ, ცხვირი აქვს გატეხილი, აქვს სისხლჩაქცევები

13 მაი 202415:38
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/13/sl917a60a5h6uwm.jpeg

პარლამენტთან რეჟისორი გუკა რჩეულიშვილი დააკავეს. მისი ადვოკატი, ბექა ბასილაია ფორმულასთან ამბობს, რომ ის ნაცემია, აღენიშნება სისხლჩაქცევები და სავარაუდოდ, ცხვირი აქვს გატეხილი. 

მისივე ინფორმაციით, რჩეულიშვილი ახლა ზაჰესის იზოლატორში ჰყავთ. 

კითხვაზე, თუ რა ვითარებაში დააკავეს, ბასილაია ამბობს: 

"მეგაფონით მიმართავდა პოლიციას, რომ ჩვენ ერთი სახელმწიფო უნდა ავაშენოთ, ამ ქვეყნის შვილები ხართ თქვენც, ჩვენცო. მშვიდობიან ვითარებაში დემონსტრირებდა, სტაცეს ხელი, შეითრიეს და იქ სცემეს". 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტის წინ მიმდებარე აქციაზე ადმინისტრაციული წესით 20 ადამიანი დააკავეს.

პოლიცია მოქალაქეების წინააღმდეგ ქაფსა და წიწაკის სპრეის იყენებდა, ძალადობდა ფიზიკურად. 

უწყებაში ამბობენ, რომ სამი დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა: 2002 წელს დაბადებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე 1995 წელს დაბადებული, ამავე ქვეყნის კიდევ ერთი მოქალაქე, რომელმაც უარი განაცხადა საკუთარი ვინაობის დასახელებაზე და მოითხოვა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან დაკავშირება.

 


close დახურვა