logo
ENG



გულიკო კვირკველია: ჩემს შვილს, ლევან იზორიას ძმას, აქვს ჯანმრთელობის პრობლემები

24 იან 202014:26
3 წუთის საკითხავი
 
p6em88wzzbu4hj4.png

უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, ლევან იზორიას დედა, გულიკო კვირკველია სოციალურ ქსელში თავისი შვილის შესახებ გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი პარტიული ტელევიზიის მიერ განხორციელებული პროპაგანდა.

იზორიას დედის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„აბსოლუტურად ყველანაირ მორალურ და ადამიანურ ზღვარს სცილდება უბინძურესი პროპაგანდა ჩემი შვილების და ჩემი ოჯახის მიმართ. ნაცების და მათი პარტიული ტელევიზიის მიერ განხორციელებული უბინძურესი პროპაგანდის თითოეულმა შემოქმედმა ძალიან კარგად იცის, რომ ჩემ შვილს, ლევან იზორიას ძმას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, ის გადაყვანილი იყო სამკურნალოდ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და დღემდე აგრძელებს მკურნალობას. იმ კონკრეტული ინციდენტის დროსაც, მას ჰქონდა ჯანმრთელობის სკამაოდ მძიმე მდგომარეობა და მხოლოდ და მხოლოდ ზემოთთქმული მიზეზის გამო გამოხატავდა გარკვეულ აგრესიას.

მიუხედავად ამისა, ბოროტების შემოქმედებმა დაიწყეს ცილისმწამებლური კამპანია, პარტიული ტელევიზიის სიუჟეტს მოყვა პოლიტიკური შეფასებები და ერთ ხმაში, მწყობრად აგრძელებენ ტალახის სროლას. მათთვის არ არსებობს არანაირი მორალური ზღვარი. თქვენ, ამ კამპანიის შემოქმედებო, არ გაქვთ სამშობლო, არ გყავთ ოჯახები, არ გაქვთ არც სახელი და არც გვარი. თქვენ სახეს ვერ დაკარგავთ, თქვენ სახე არ გაქვთ! თქვენ ხართ ერთი კრებსითი ბოროტება!!!“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "მთავარმა არხმა" 23 იანვარს გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ აკავებს პოლიციელი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმას. ამავე კადრებიდან ირკვევა ის გარემოებაც, რომ კიტა იზორიას მოგვიანებით "ჩარევის" შედეგად ათავისუფლებენ.


close დახურვა