logo
ENG



გუმათთან გზა ამ დრომდე გადაკეტილია, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია

12 აპრ 202110:25
3 წუთის საკითხავი
 
გუმათთან გზა ამ დრომდე გადაკეტილია, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია
მთის ამბები

"რიონის მცველებმა" ღამე გუმათის დასახლებაში გაატარეს. 

მათ აქ კარვები გაშალეს მას შემდეგ, რაც სოფელ ნამახვანში პოლიციამ მათი კარვები გაშალა. 

აქტივისტებმა გზაც გადაკეტეს, რომელიც ამ დრომდე ჩაკეტილია. 

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. 

გზის გადაკეტვას გუშინ გვიან ღამით პოლიციასთან დაძაბულობა მოჰყვა. 

სამართალდამცველებმა აქტივისტებს გზის გასახსნელად 30 წუთი მისცეს და პროპორციული ძალის გამოყენების შესახებ გააფრთხილეს, თუ გზას არ გახსნიდნენ.

დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით აქტივისტებმა ორი სატვირთო მანქანა გაატარეს. 

ისინი კარვების გაშლას სოფელ ნამახვანში ითხოვენ, სადაც პოლიციამ ეს კარვები მდინარე რიონის მოსალოდნელი ადიდების და საფრთხის საბაბით აიღო.

თუმცა, ეს მიზეზი აქტივისტებმა უსაფუძვლოდ მიიჩნიეს.

დღეს, 14:00 საათიდან გუმათში საპროტესტო აქცია განახლდება. 


close დახურვა