logo
ENG



გუმბარიძე: გვარამიას საქმეს კავშირი არ ჰქონდა სამართალთან, ეს იყო პოლიტიკური დევნა

16 მაი 202211:08
3 წუთის საკითხავი
 

ტელეკომპანიაა ფორმულას გენერალური დირექტორი ზუკა გუმბარიძე ამბობს, რომ მომატებული საფრთხეების ფონზე, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, მოაწყოს კიდევ ერთი პოლიტიკური შურისძიება.

გუმბარიძის თქმით, ნიკა გვარამიას დაკავება ცხადყოფს, რომ საქმეს არანაირი კავშირი არ ჰქონდა სამართალთან და ეს მხოლოდ პოლიტიკური დევნაა.

„როგორ შეიძლება ეს აბსურდი შეაფასო. ქვეყანას ჰყავს კიდევ ერთი პოლიტპატიმარი და აქ ყველა უნდა დაფიქრდეს იმაზე, რომ ამ ვითარებაში, როდესაც მომეტებული საფრთხეებია და ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ამბები ხდება რეგიონში და ერთის მხრივ, ჩვენ გვაქვს საფრთხეები ჩვენი ჩრდილოეთიდან მომდინარე საფრთხეები რუსეთიდან, მეორე მხარეს არის ერთგვარი შესაძლებლობების ფანჯარა, რომელიც შეიძლება გაიხსნას საქართველოსთვის და ამ დროს, ხელისუფლება იღებს გადაწყვეტილებას, კიდევ ერთი პოლიტიკური შურისძიება მოაწყოს, დაიჭიროს ნიკა გვარამია აბსურდულ საქმეზე. ამ მუხლით, არა ჩინოვნიკების დაჭერა, ალბათ ხელზე ჩამოსათვლელი ადამიანების რაოდენობა იქნება დაჭერილი, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ამ საქმეს არანაირი კავშირი არ ჰქონდა სამართალთან, ეს იყო მხოლოდ პოლიტიკური დევნა", - თქვა გუმბარიძემ.

სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. 

პროკურატურა მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.


close დახურვა