logo
ENG



გუმბარიძე: საშიში პროცესია, რაც ხდება ხელისუფლების და საპატრიარქოს პასუხისმგებლობაა

05 ივლ 202114:52
3 წუთის საკითხავი
 

ტელეკომპანია ფორმულას გენერალური დირექტორი ზუკა გუმბარიძე რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებასა და საპატრიარქოს აკისრებს. 

როგორც გუმბარიძემ დამოუკიდებელი მედიების ხელმძღვანელების ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის პროცესი რაც დღეს მიმდინარეობს ქვეყნისთვის საშიშია. მან ხელისუფლებას მოუწოდა, რომ ყველაფერი გააკეთონ, რათა ყველა ჟურნალისტის უსაფრთხოება დაიცვან. 

​⁠"დღეს ვადევნებთ თვალს ძალინ საშიშ პროცესს, პროცესს რომელიც ამ ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს. სამწუხაროდ ამ ვითარებაში ხელისუფლებამ ფაქტიურად მწვანე შუქი აუნთო ძალადობას. მათი უპასუხისმგებლო განცხადებები წამახალისებელია იმისთვის, რომ ცოტა ხნის წინ სასტიკად სცემეს ჩვენი ჟურნალისტი რატი წვერავა და მთლიანად დღეს მედია იმყოფება საფრთხის წინაშე. ის რაც დღეს ხდება პირდაპირი პასუხისმგებლობაა უპასუხისგებლო ხელისუფლების და მათი უპასუხისმგებლო გამონათქვამის და სამწუხაროდ მეორე ინსტიტუცია, რომელსაც ბრალი მიუძღვის იმაში, რაც ხდება დღეს თბილისის ქუჩაში, ეს არის საპატრიარქო. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ სასწრაფოდ განახორციელონ ყველა ღონისძიება იმისთვის, რომ იყოს დაცული ყველა ჟურნალისტის და ადამიანის გადაადგილება და უსაფრთხოება", - თქვა გუმბარიძე. 

გუმბარიძე დიპლომატიურ კორპუსს მეტი ჩართულობისკენ მოუწოდებს. 

"მოვუწოდებთ საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს, რომ ისინი აქტიურად ჩაერთონ იმ მოვლენებში, რაც დღეს ხდება. სამწუხაროდ ისინი არიან პოზიციაში, როდესაც ითვლიან ხმებს, მაგრამ საქმე ეხება ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. გთხოვთ რაც შეიძლებს მეტად პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ამ საკითხს. პასუხსიმგებლობით შეასრულონ თავიანთი საქმიანობა", - განაცხადა ზუკა გუმბარიძემ. 

თბილისი პრაიდის კვირეული საქართველოში 1-ლი ივლისიდან დაიწყო. კვირეული ღირსების მარშით უნდა დასრულებულიყო, რომელიც დღეს, 5 ივლისს, 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე იყო დაგეგმილი. 

პრურუსულმა, აგრესიულმა, მოძალადე ჯგუფებმა კონტრაქცია დილიდან დაიწყეს. მათ დაარბიეს ოპოზიციის კარვები პარლამენტის წინ, სცადეს შეჭრა "სირცხვილიას" ოფისში, ასევე, შეიჭრნენ თბილისი პრაიდის ოფისის აივანზე აძვრნენ და ჩამოხიეს ლგბტქ დროშა. 

თავს დაესხნენ ათობით ჟურნალისტს, სცემეს და დაუზიანეს ტექნიკა. 

პრაიდის კონტრაქციაქცია საპატრიარქომ დააანონსა. ძალადობრივ დარბევაში მონაწილეობენ პრორუსული ორგანიზაციის, ალტ ინფოს წარმომადგენლები. 

აშშ-ის და ევროკავშირის საელჩოები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, უზრუნველყონ ლგბტქ ადამიანების გამოხატვის თავისუფლება ისე, როგორც ამას საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. თუმცა, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 5 ივლისის დილით, მთავრობის სხდომის დაწყებამდე თქვა, დღეს დაგეგმილი "ღირსების მარში" მისთვის "მიზანშეუწონელი" და საფრთხის შემცველია. მისივე თქმით, ღირსების მარშის მიღმა ოპოზიცია დგას.


close დახურვა