„ქართული ოცნების“ დეპუტატის გიორგი ვოლსკის ინფორმაციით, "ქართული ოცნების" ოფისში პროპორციულ სისტემაზე 2-საათიანი მსჯელობის შემდეგ, გუნდის გახლეჩვის თავიდან ასარიდებლად, თავისუფალი კენჭისყრის გადაწყვეტილება მიიღეს.
როგორც მან უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, გუნდის გახლეჩვა ქვეყანაზე უარყოფით გავლენას იქონიებს.
„ისევ პოზიციებზე იყო საუბარი. აქ რომ სასტვნებით დგას ხალხი, ამან დაბულინგების ნახე მიიღო და ამან უფრო გააღიზიანა ჩვენი კოლეგები. სწორი გადაწყვრტილება მივიღეთ, კენჭისყრა იქნება თავისუფალი. ყურადღება გავამახვილეთ რომ გუნდის ერთობა აუცილებელია და დაშლა-ხელების გადაგრეხვა არაა საჭირო. მე არ ველი რომ ჩავარდება. ხმაური არ ყოფილა, იყო საქმიანი საუბარი“, - განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტი, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკანონმდებლო ინიციატივას, კენჭს დღეს უყრის.