logo
ENG



გურამ იმნაძე: გამოწერილი ჯარიმები თავიდანვე ხისტი და არაპროპორციული იყო

02 ივნ 202017:29
3 წუთის საკითხავი
 

არასამთავრობო ორგანიზაციებში ამბობენ, რომ პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის განსაზღვრული ჯარიმების ოდენობა ხისტი და არაპროპორციული იყო. მესამე სექტორში ფიქრობენ, რომ მთავრობამ ზღვარი უნდა დაიცვას, სწორად განსაზღვროს ჯარიმის ოდენობა და ეს ჯარიმები პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენოს.

„თუ ეხლა ხელისუფლება ადგება და ამ თანხებს ჩამოაწერს ადამიანებს მაშინ საკითხავია რა მიზანი ჰქონდა ამ ჯარიმების დაწესებას, არ ჩამოწერის შემთხვევაშიც დიდი სირთულეა. კიდევ უფრო გართულდება ეს საკითხი, თუ ახალი ცვლილებების შემდგომ ადგილი ექნება მოქალაქეების დაჯარიმებას და ამის შემდეგ 
​ჩვენ ვნახავთ, რომ წინასაარჩევნოდ ვიღაც ჩამოაწერს ადამიანებს ამ დავალიანებებს. იმის თქმა, რომ ჩვენ ახალი რეგულაციები არ გვჭირდება არ იქნება სამართლიანი. მნიშვნელოვანია ყველამ მივადევნოთ თვალი, რომ არ იყოს შერჩევითი და არ ატარებდეს ისეთი ტიპის შეზღუდვებს, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს შეუქმნის საფრთხეს. თანხების ჩამოწერა, შემცირება ან განახევრება პირდაპირ იქნება იმის დემონსტრირება, რომ ჯარიმები იყო მაღალი ვიდრეს შეიძლებოდა ის ყოფილიყო“, - განაცხადა „საიას“ თავმჯდომარე სულხან სალაძემ.

„EMC“-ის მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი გურამ იმნაძე აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობის და კარანტინის დარღვევის დროს გამოწერილი ჯარიმები არ იყო სამართლიანი და არ ითვალისწინებდა მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. 

„ეს იყო ბლანკეტურად განსაზღვრული ნებისმიერი ტიპის დარღვევაზე. და არ იყო ამ პროცესში გათვალისწინებული, მოქალაქის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. თავიდანვე ეს ჯარიმები იყო ხისტი და არაპროპორციული. კარგი იქნება თუ ამ ჯარიმების სამართლიანი ფორმის და ოდენობის განსაზღვრა მოხდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თავიდანვე სწორი გადაწყვეტილება იყო მიღებული. არ უნდა მოხდეს ამ საკითხის პოლიტიზირება და იმ კუთხით წარმოჩენა, რომ ეს ხდება წინასაარჩევნოდ. წინასაარჩევნოდ ხმების მოგროვების მცდელობებს არ უნდა დაემსგავსოს“, - აცხადებს გურამ იმნაძე. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ჯარიმების ჩამოწერის საკითხი არ განიხილება.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ, იურიდიული და ჯანდაცვის კომიტეტებს პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის, ისეთი ჯარიმების შემუშავება დაავალა, რომელიც მოსახლეობას მძიმე სოციალურ ტვირთად არ დააწვება. 


close დახურვა