ჟურნალისტმა გურამ როგავამ რუსთავი 2 დატოვა და სექტემბრიდან ფორმულას გუნდს უერთდება.
როგავა Facebook-ზე წერს, რომ ის საკუთარ თავს რუსთავი 2-ზე ვეღარ ხედავს და ცვლილებების დროა.
როგავა რუსთავი 2-ის თანამშრომელი 2 წლის განმავლობაში იყო. მანამდე ის მუშაობდა საზოგადოებრივ მაუწყებელზე, იმედზე და წინა ხელისუფლების დროს ოპოზიციურ ტელევიზიაში მეცხრე არხი.