თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც "ფორმულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.